ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთში, სოფლებს: შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ნათია თურნავა სოფლის მოსახლეობას პირადად მიულოცა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
“გაზიფიკაციის 3-წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400 – მდე დასახლებულ პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილეები ანტონ სამსონიძე და გიორგი გაგუა, აგრეთვე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.