საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრებთან 3:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამსტერდამში, ზიგო დომის არენაზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში, 23-ე წუთზე არტიომ ნიაზოვმა ანგარიში გახსნა, ერთ წუთში კი ბრუნო პეტრიმ ანგარიში გაათანაბრა. 28-ე წუთზე ივან ჩიშკალამ რუსეთის ნაკრების მეორე გოლი გაიტანა, მატჩის ბოლო წუთზე კი დუბლი გაიფორმა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება წელს პირველად მოიპოვა