მისივე განცხადებით, თავს ვალდებულად თვლის, რომ უცხოელ კოლეგასთან აღნიშნული საკითხი განიხილოს, რადგან „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს.
„ჩვენ გვჭირდება „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის და „აბრამსის“ ტანკები და ვერც კი გაბედავს ვერანაირი აგრესიის დაწყებას რუსეთი. ამას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ადამიანი ჩამოდის. სამწუხაროდ, სადაც „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინასა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ესწრება.