LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი

“საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია”- თენგიზ შარმანაშვილი

დაპოსტა 2026/01/20-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია – მას ნებისმიერი აქტის გამოცემა, რომელიც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, 24 საათის განმავლობაში შეუძლია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან პატიმრების შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუნდაც ერთი ან ორი პატიმრის დამატებითი ინფორმაციის მოძიება იმისთვის, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა იმათ, რომ 1-2 ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი.

„საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია. მას ნებისმიერი აქტის გამოცემა, რომელიც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, 24 საათის განმავლობაში შეუძლია. შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, შეიძლება რაღაც დოკუმენტაცია იყო დამატებით მოსაძიებელი – რაც მთავარია შეწყალების აქტი გამოიცა.

შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს იმისთვის, რომ 1 საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი. ვერ გეტყვით რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ თუნდაც 1 ან 2 კაცის დამატებითი ინფორმაციის მოძიება იმისთვის, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა იმათ, რომ 1-2 ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, გაიარა თუ არა რაიმე სახის კონსულტაცია საპარლამენტო უმრავლესობასთან შეწყალების აქტის მომზადების დროს, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა.

„ეს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას აქვს უფლება არც კი გაიაროს კონსულტაცია ვინმესთან. არა, არ ყოფილა კონსულტაცია, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა და ჩვენ მის საქმეში არ და ვერ ჩავერევით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, „ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს“.

„მივესალმებოდი, რომ ამ შემთხვევაში გავყვეთ კონსტიტუციურ წესებს. ვინაიდან კონსტიტუციამ გადაწყვიტა, რომ ეს იყოს აპოლიტიკური აქტი და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია, ჯობს ასე გაგრძელდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე პოლიტიკური ანგაჟირების დროს.

არავითარი მოლოდინები არ შექმნილა, უბრალოდ უნდათ, რომ ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ურთიერთბრალდებების სფეროში გადაიტანონ. ეს ძალიან ცუდია და ხელს უშლის შიდა სამოქალაქო ინტეგრაციას საქართველოში“, – განმარტა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, შეწყალების აქტის შედგენის დროს იყო თუ არა გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ აქციების დროს დაკავებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტულად რა და როგორი ფაქტორით ახდენს გავლენას პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, თავად განმარტავს.

„რთულია პრეზიდენტის ნაცვლად მის მოტივებზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ როდესაც შენ საჯაროდ აცხადებ, რომ ამ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ ცნობ, აცხადებ, რომ ის ძალადობრივი აქტები თურმე გამოხატვის თავისუფლება ყოფილა, როცა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ სამართალდამცავებს, პარლამენტის შენობასთან ხანძრები გააჩინეს და ამასაც გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ. როცა ადამიანი დაჯდება და ამაზე ფიქრს დაიწყებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები ამაზე გავლენას მოახდენს. თუმცა კონკრეტულად რა და როგორი ფაქტორით ახდენს გავლენას პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, თავად განმარტავს. წმინდა ლოგიკიდან გამომდინარე, თეორიულად ასეთი რაღაცები გავლენას მოახდენს და ეს ნორმალურიც არის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 51 პირი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"