საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტლში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად გორის ჰოსპიტალში მივიდნენ მისი ადვოკატები – ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი, ასევე დედა გიული ალასანია და პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილს მისთვის საგანგებოდ მომზადებულ პალატაში მოათავსეს.
კლინიკის ტერიტორიაზე გალძიერებულია უსაფრთხოების ზომები.