LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ

დაპოსტა 2023/12/06-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ, ინფორმაციას საპატრიარქოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

,, ა.წ. 6 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავ,ჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა.

? მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

? დიპლომატებმა ჩვენს ქვეყანას მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და რომ ეს დაახლოება არის ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე.

? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიღებისას თითოეულმა ელჩმა პირადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისადმი.

?? საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოჯახი საქართველოს გარეშე სრულყოფილი არ არის, რომ ქართული ქრისტიანული უნიკალური კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე საერთო ევროპული სივრცისთვის. მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი იმ დადებითი შეფასებისთვის, რითაც მისი უწმინდესობა გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის რეკომენდაციის მიღებას.

?? ამერიკის ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, დიდი სიყვარული და პატივისცემა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი; ამასთან დასძინა, რომ იგი აქ უკვე ასობით ადამიანს შეხვდა და ყველა განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა მის უწმინდესობასთან ურთიერთობას. დღევანდელი გულთბილი შეხვედრა კი მისთვის ამ ადამიანების დამოკიდებულების ნათელი დადასტურებაა.

? დიპლომატებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიბულეო თარიღები, – დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი მიულოცეს, აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას.

? თავის მხრივ მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის და ჩვენი ქვეყნის თანაადგომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

? მიღებას ესწრებოდნენ ელჩები შემდეგი ქვეყნებიდან:

? ევროკავშირის ელჩი, ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, იტალიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარის, მალტის, იაპონიის, ჩეხეთის, შვედეთის, სლოვენიის.

➡️ 06.12.2023 “- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"