საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს. ამის შესახებ გლდანის ციხესთან ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“იგი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას” – აცხადებს გვარამია.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.
“ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში”, – აღნიშნავს ბრეგაძე.










