რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მომხრეები, სხდომის მიმდინარეობისას, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.
კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ, რამდენიმე საათით შეჩერდა. თანამშრომლები, სენატორები და ჟურნალისტები შენობიდან მიწისქვეშა გვირაბებით გაიყვანეს.
CNN-ის ინფორმაციით, კონგრესში დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირებისას 5 ადამიანი დაიჭრა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთ ქალზე, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერების შენობაში შეჭრისას ესროლეს – იგი გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, შეტაკების დროს, აღნიშნული პირის გარდა, კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა.
სოციალურ ქსელში, ქართველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კადრმა, სადაც კაპიტოლიუმთან საქართველოს დროშა ფრიალებს. როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეს საქართველო აშშ-ს შტატ ჯორჯიაში შეეშალა.
„შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის საქართველოს დროშა აშშ-ის კაპიტოლიუმის აჯანყებაზე?“ – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა – შერ ხაშიმოვმა „თვითერზე“.
„ალბათ ქვეყანა საქართველო, აშშ-ის ჯორჯიას შტატში აერიათ“ – წერდნენ მომხმარებლები.
ზოგიერთის აზრით, საქართველოს დროშას ტამპლიერების ორდერის დროშის სახით, „თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე“ ადამიანები იყენებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც აშშ-ის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლმა გაავრცელა, კაპიტოლიუმი ამ დროისთვის, კვლავ „უსაფრთხოა“.
Primetime.ge