ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სულ ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 634 053 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 056 ინფიცირებული. სულ გამოჯანმრთელებულია – 600 524 ადამიანი.
გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი. სულ ვირუსს ქვეყანაში 9 248 ადამიანი ემსხვერპლა.









