LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტზე 65,2 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა

საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტზე 65,2 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა

დაპოსტა 2019/10/08-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

2019 წლის 9 თვეში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 164 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტზე 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გავიდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში განხორციელდა 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 60% (533 206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 40% (93 067 ბოთლი), პოლონეთი – 18% (2 905 372 ბოთლი) და ჩინეთი – 11% (5 334 939 ბოთლი). ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 52% (503 832 ბოთლი), გერმანია – 36% (476 145 ბოთლი), ბელარუსი – 35% (1 606 565 ბოთლი), ისრაელი – 88% (218 921 ბოთლი), ესტონეთი – 19% (499 736 ბოთლი), რუსეთი – 11% (41 112 235 ბოთლი), მოლდოვა – 5717% (411 812 ბოთლი), ნიდერლანდები – 21% (73 078 ბოთლი), ჩეხეთი 102% – (62 700 ბოთლი), შვედეთი – 397% (55 506 ბოთლი), ბულგარეთი – 51% (24 228 ბოთლი), ავსტრალია – 15% (19 636 ბოთლი), კანადა – 2% (121 650 ბოთლი), მონღოლეთი – 13% (184 212 ბოთლი) და ა.შ.

საექსპორტო ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41 112 235 ბოთლი), უკრაინა (6 766 841 ბოთლი), ჩინეთი (5 334 939 ბოთლი), პოლონეთი (2 905 372 ბოთლი), ყაზახეთი (2 477 358 ბოთლი), ბელარუსი (1 008 888 ბოთლი), ლატვია (988 122 ბოთლი), აშშ (533 206 ბოთლი), ლიეტუვა (503 832 ბოთლი) და ესტონეთი (499 736 ბოთლი). 9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.

გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან.

საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

თეგები: ექსპორტისაქართველოღვინოჭაჭა
გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

10 ივლისის ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოს თხევადი გაზის იმპორტი თითქმის 40%-ით გაუძვირდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ლიტრი საწვავის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 0.37 დოლარი ჯდებოდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 0.50 დოლარი შეადგინა. ამასთან,...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა ივნისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რომელი პროდუქტები გაძვირდა ივლისში
ეკონომიკა

026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები, წლის ჭრილში, 5.6%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი 0.1%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"