მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა.
კონკურსი ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლების საგნებში ჩატარდება. თითოეულში ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების, მოცემული საგნების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად შეუძლიათ.
რეგისტრაცია 23 სექტემბერს დაიწყება და 7 ოქტომბერს დასრულდება
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი საკუთარ თავს კანდიდატად თვითონ წარადგენს .
რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.