LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნამოხვანში “ენკას” ხიდის მოსამზადებელი სამუშაოები რიონმა წაიღო (+ფოტო)

საუბარი, რომ საქართველოს ეს ობიექტი არ სჭირდება, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, უბრალოდ დილეტანტიზმია და მეტი არაფერი – დავით მირცხულავა ნამოხვანჰესის მშენებლობაზე

დაპოსტა 2020/11/30-ში
A A
355
ნახვა
გაზიარება

2020 წლის მაისში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქვედა “ნამახვანი” ჰესის მშენებლობისთვის, რომელიც “ნამახვანის” ჰესების კასკადში შედის და 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია 433 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტი 105 მეტრიანი ბეტონის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს, რასთან დაკავშირებითაც გარემოსდამცველების და ადგილობრივების ნაწილი სეისმურ საფრთხეებზე საუბრობენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. რამდენად უსაფრთხოა რიონის ხეობაში ბეტონის კაშხლის მშენებლობა, კონკრეტულად რა მექანიზმებით ხდება საქართველოში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა როლი აქვს „ნამახვანის“ ჰესების კასკადს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის” თავმჯდომარე, დავით მირცხულავა ესაუბრა.

– „ნამახვანის“ ჰესის პროექტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაშხალს, რომლის მშენებლობაც იგეგმება, მიწისძვრა დაანგრევს და ქუთაისს 34მეტრიანი ტალღა დაარტყამს. რამდენად რეალურია მიწისძვრის შემთხვევაში კაშხლის დანგრევის საფრთხე?

– ამ საკითხს დიდი ხანია ვეცნობი პირადად მე და მთლიანად დიდი კაშხლების კომიტეტი. მინდა გითხრათ, რომ ბუნებაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ბეტონის კაშხალი სეისმური დატვირთვისგან დანგრეულიყო. იაპონიაშიც კი, სადაც ძლიერი მიწისძვრებია, არასდროს ყოფილა კაშხლის დანგრევის ან დაზიანების ფაქტი. ცხადია, სეისმური დატვირთვა გასათვალისწინებელია და სკურპლუოზურად არის ყველა ის პარამეტრი სანახავი. ასეთი კაშხლების შემთხვევაში ხდება სტატიკური და სეისმური დატვირთვების გაანგარიშება, რაც დინამიურ ანგარიშში აისახება. მე მაქვს ინფორმაცია და ანგარიშები „ნამახვანის“ შესახებ. დეველოპერმა საკმაოდ მაღალ პარამეტრებზე მოახდინა გაანგარიშებები იმის გათვალისწინებით, რასაც ყველა ნორმატიული აქტი თუ მსოფლიოს დიდი კაშხლების ასოციაციის რეკომენდაცია მოითხოვს, ასევე ამერიკული ნორმები ამ ტიპის ნაგებობებისთვის. ერთი თვის წინ ჩაატარა ამ სამუშაოების პრეზენტაცია შვეიცარიული კომპანია Stucky-ს წარმომადგენელმა და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი მაღალი პარამეტრებით საქართველოში არასდროს დათვლილა არცერთი ნაგებობა და ეს ნაგებობა აბსოლუტურად მდგრადია. ჩვენ ამ ნაშრომს ვუგზავნით დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის სეისმურ განყოფილებას რეცენზირებისთვის და ასევე, მივმართავთ სხვა უცხოელ სპეციალისტებს, რათა ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ამ ნაგებობის სეისმომედეგობა უზრუნველყოფილი იქნება. სეისმური დატვირთვით ასეთი კაშხალი არ ინგრევა. გრავიტაციული კაშხლები ყველაზე საიმედო კაშხლებად ითვლება.

– გარემოსდამცველების ნაწილი პროექტს აკრიტიკებს იმის გამოც, რომ მათი თქმით, პროექტზე არაა ჩატარებული გეოლოგიური კვლევები. რამდენად შესაძლებელია მსგავსი პროექტის გეოლოგიური კვლევის ჩატარების გარეშე განხორციელება?

– რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევებს, უამრავი გეოლოგიური კვლევაა ჩატარებული იმ მოცულობებით, რაც ამ ტიპის ნაგებობისთვის მოითხოვება. ამ ტიპის ნაგებობის მშენებლობის დროს ტარდება წინასწარი კვლევები, შემდეგ პროექტირების, მშენებლობის და ექსპლოატაციის ეტაპზე კვლევები უწყვეტად გრძელდება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი ყოველთვის. ამასთან, საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათთვის, ვისაც სპეციალური განათლება არ აქვს, გასაგებ ენაზე ახსნა, რომ კვლევები იმ მოცულობით ტარდება, როგორსაც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვკარნახობს.

– ზოგადად, როგორ რეგულირდება კაშხლების მშენებლობა საქართველოში?

– თავისი საინჟინრო სირთულით კაშხლები რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი კლასის ნაგებობებია და მიდგომაც შესაბამისია. მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ი გასცემს, რასაც წინ უძღვის არაერთი კვლევის ჩატარება და სამინისტროში წარდგენა. ცხადია, ტარდება კვლევები გარემოსდაცვითი მიმართულებითაც და არსებობს შესაბამისი მოთხოვნები კვლევების ხარისხთან დაკავშირებით.

„ნამახვანზე“ გარემოსდამცველები თუ საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ არ არსებობს გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმა და გეგმის გარეშე ხდება ასეთი დიდი ობიექტების მშენებლობა. ეს შეფასებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ჯერ კიდევ 2008 წელს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო – საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება. ფაქტობრივად, ესაა გეგმა 2008 წლიდან მომდევნო 15 წლის განმავლობაში რა ობიექტები უნდა განვითარებულიყო საქართველოში. ამ ნაშრომის თანახმად, ყველა თვალსაზრისით ითვლება, რომ „ნამახვანის“ ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი საქართველოს ენერგოსისტემაში, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაში. შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ეს ობიექტი არ სჭირდება, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, უბრალოდ დილეტანტიზმია და მეტი არაფერი.

– როგორ ხდება კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უშუალოდ ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ, რამდენად არსებობს გარანტიები უსაფრთხოების მიმართულებით?

– რა თქმა უნდა, ექსპლუატაციაში შესვლის ეტაპზეც უამრავი საექსპერტო დასკვნა იწერება, ტარდება გაზომვები. კაშხლები ექსპლუატაციაში შესაბამისი გამოკვლევების გარეშე არცერთ შემთხვევაში არ შედის და ამ საკითხს არც საერთაშორისო ორგანიზაციების ტოვებენ უყურადღებოდ.

– რამდენად საკმარისია საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფისა და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში?

– საქართველოში კაშხლების და წყალსაცავების მცირე რაოდენობა გვაქვს. ჩვენთან საუბარი არაა, რომ ბევრი ასეთი ნაგებობა აშენდეს. რამოდენიმე მდინარე გვაქვს, რომელსაც ასეთი პოტენციალი გააჩნია: რიონი და ენგური. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების გასაუმჯობესებლად, იმისთვის, რომ ენერგეტიკულად მდგრადი ქვეყანა ვიყოთ, აუცილებელია, რომ ჩვენი ჰიდრო რესურსი გამოვიყენოთ. უკვე წლებია ჰიდროპოტენციალის ათვისების 20%-იან მაჩვენებელზე ვართ. „ნამახვანის“ მსგავსი პროექტი ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით უზრუნველყოფს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა? ამასთან ცხადია, უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს ყველა კვლევა, რაც ასეც ხდება და საუბარი იმაზე, რომ კვლევები არ ტარდება, არასწორია.

– რა ფუნქცია აქვს „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულ კომიტეტს“ და რამდენად ხდება საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება?

– „მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის“ წევრი საქართველო 2011 წლიდან გახდა. საერთაშორისო კომისიის ძირითადი ფუნქციაა გამოცდილების, რეკომენდაციების გაზიარება ამ ტიპის ნაგებობების უსაფრთხოებისა და საიმედობის უზრუნველყოფისთვის. შემუშავებულია უამრავი ბიულეტენი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო გამოცდილებას მსოფლიოში და ყველა მონაწილე ქვეყანას ეგზავნება, რომ კაშხლების მშენებლობისას რეკომენდაციების სახით გამოიყენონ. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დახმარებით წელს ორი ბიულეტენი ითარგმნა, ერთი ეხებოდა სეისმური პარამეტრების გათვალისწინებას მაღალი კაშხლების პროექტირების დროს და მეორე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მონიტორინგისთვის გასატარებელ სამუშაოებს, რომ მთელი ციკლს განმავლობაში იყოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. მსგავსი ბიულეტენების თარგმნას გავაგრძელებთ, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს, თუ რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს ასეთი ტიპის ნაგებობებს და დეველოპერებს კაშხლების ხარისხიანად მშენებლობისთვის. ეროვნული კომიტეტი დარგის ყველა ორგანიზაციას და სპეციალისტს აერთიანებს და ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა დახმარება აღმოვუჩინოთ დეველოპერს, სახელმწიფოს ექსპერტული მომსახურებით და გავაცნოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში გვხვდება. თითქმის ყოველწლიურად ვატარებთ სამეცნიერო კონფერენციებს და ძირითადი თემატიკა კაშხლების უსაფრთხოების და საიმედობის უზრუნველყოფაა.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება142

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”
მთავარი

ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჭიათურა"  წერს. "მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანგანუმის ფართომასშტაბიან მოპოვებას ცდილობენ 2026 წელს გაცემული ნებართვით კომპანია და სისტემა. სოფლის მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

თუ ვინმეს დროებით სთხოვეს ტაძრიდან გასვლა ბავშვის დასამშვიდებლად, ეს არ ნიშნავს ადამიანის ეკლესიიდან განდევნას – მიტროპოლიტი ანტონი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მეუფემ წირვის მიმდინარეობისას ბავშვს ხმაურის გამო უსაყვედურა. "გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც გამიზნულია აშკარა დისკრედიტაციის...

დაწვრილებითDetails

ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

 ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  „საუბარი არ არის იმაზე, შეძლებენ თუ არა ბავშვები სოციალურ ქსელებზე წვდომას. საკითხი ისაა,...

დაწვრილებითDetails

თანხისა და ძვირადღირებული ნივთების გამოძალვისთვის ქუთაისში ქალი ცემეს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ქუთაისში ნიღბიანი პირები ქალს თავს დაესხნენ და ცემეს. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით პოლიცია ამ დრომდე ეძებს შეიარაღებულ, ნიღბიან პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით ქალს თავს დაესხნენ და მიიმალნენ....

დაწვრილებითDetails

როგორია ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, რომელსაც ტროტუარზე სკუტერი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მოტოციკლი ხანდაზმულ ქალს შეეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გვერ­დზე „ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს“, გავ­რცელ­და ქუ­ჩის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის მიერ ჩა­წე­რი­ლი მძი­მე კად­რე­ბი, რომ­ლებ­საც თან ახ­ლავს გაფრ­თხი­ლე­ბა: "ვი­დეო შე­ი­ცავს სენ­სი­ტი­ურ კად­რებს“. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, რო­გორ ეჯა­ხე­ბა ტრო­ტუ­არ­ზე მოძ­რა­ვი მო­ტო­ციკ­ლის...

დაწვრილებითDetails

9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

"7 წლის ასაკში მამა ჩამაკვდა ხელებში, 9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე" - ამის შესახებ პოდკასტში "ვეძებ" ნატა ვიბლიანმა ისაუბრა. https://www.youtube.com/watch?v=7zXrn0ZkOZc  

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს – კაია კალასი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა...

დაწვრილებითDetails

წყალი 12 საათით შეწყდა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ნაძალადევი, რევაზ ურიდიას ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 13:00 საათიდან 14 ივლისის 01:00 საათამდე წყალმომარაგება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია პოეზიის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქების პოეზიის საერთაშორისო კონკურსს „SLAMOVISION 2026“. კონკურსის გამოცხადების თარიღი - 2026 წლის 10 ივლისი. საკონკურსო ნამუშევრები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"