LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სასულიერო პირები იმერეთიდან, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები

სასულიერო პირები იმერეთიდან, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები

დაპოსტა 2021/07/28-ში
A A
378
ნახვა
გაზიარება

„წინ გველოდება ბრძოლა, ცემა-ტყეპა და ხელკეტები,“- ამის შესახებ  საგარეჯოელმა მამა გიორგი პავლოვმა ჯერ კიდევ 5 ივლისს დილით განაცხადა და ძალადობა დაანონსა.   27 სასულიერო პირი, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების ცემისა და ქალაქის ქუჩებში მასობრივი ძალადობის ეპიცენტრში იყო, იდენტიფიცირებულია.  გაშიფრულია იმ მღვდლების ვინაობა, ვინც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა და მათიც, ვინც ძალადობრივი დაჯგუფების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. მოვლენების ეპიცენტრში იყო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე. მასთან ერთდ ქუთისისდან და იმერეთიდან სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

27 მოძალადე სასულიერო პირის იდენტიფიცირება ,,აიფაქტმა” გამოძიების შედეგად მოახერხა.

5 ივლისს ჟურნალისტები “ღმერთის სახელით” სცემეს. ცოდვის და ცოდვილების მკვლელობა ჩვენი ვალიაო, ასე გამოაცხადეს. მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან. ამიტომ, სულაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ რამდენიმე ანაფორიანი “ალტ-ინფოს” მოძალადე ლიდერებსაც უმშვენებდა მხარს.

სასულიერო პირებმა 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით თუ პირდაპირი გაგებით, მათი გვერდში დგომით. ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, “ალტერნატივა საქართველოსთვის”, ალტ-ინფოს და “ქართული იდეის” ლიდერებთან ერთად დგანან.

ესენია: 

  1. მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  2. დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  3. მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
  4. დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
  5. მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
  6. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
  7. მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  8. მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
  9. მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
  10. მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის  მონასტერი
  11. დეკანოზი არჩილ დათეშიძე –  ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
  12. მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
  13. მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
  14. მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
  15. დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
  16. დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი
  17. მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
  18. მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
  19. მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  20. მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
  21. მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
  22. მამა ბენიამინ ებრალიძე  – ჯიხეთის დედათა მონასტერი
  23. დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი  – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
  24. მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  25. მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  26. მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველი ვიზუალური მასალის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://drive.google.com/drive/folders/15LBl76sdtKptiKYLa6gNX_qLKbRhDccv?usp=sharing

“წინ გველოდება ბრძოლა, ცემა-ტყეპა და ხელკეტები, მაგრამ ეს ბრძოლა დამთავრდება ეროვნულ-პატრიოტული ძალების დიდი გამარჯვებით. ჩვენთან არს ღმერთი,”- ეს სიტყვები, გაგიკვირდებათ და სასულიერო პირმა წარმოსთქვა, მამა გიორგი პავლოვმა. ის აქციაზე ტაძრის მრევლის თანხლებით იყო.

პარლამენტის წინ სპირიდონ ცქიფურიშვილის შთაგონება, სამშობლოსთვის და ზნეობისთვის იძალადეთო, ბევრმა ადამიანმა მოისმინა. ის მრევლს წინასწარ აგულიანებდა ამ დღისთვის. “დიახ, ჩვენ ეკლესია და სასულიერო პირები ვართ მკვლელები, ოღონდ ცოდვის მკვლელები. ვისაც ზნეობაზე და მორალზე ცოტათი მაინც პრეტენზია აქვს, ყველამ ერთად უნდა ავლაგმოთ ეს სიბილწის პროპაგანდა,”- ამბობდა 4 ივლისს, საკვირაო წირვის შემდეგ.

მანამდე, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ხალხის დაორგანიზებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა “ალტ-ინფოს ჯგუფს, “სუფთა გულის” და “უაღრესად გონიერი” ადამიანებიც უწოდა. ცქიფურიშვილმა თქვა, რომ პირადადაც იცნობდა გიორგის და შოთას. ალბათ ძალადობრივი აქციის სულისჩამდგმელებს, გიორგი ქარდავას და შოთა მარტინენკოს გულისხმობდა. სასულიერო პირი მრევლს 5 ივლისს შეკრებისკენ მოუწოდებდა 27 ივნისიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში. ვარდიგორის მამათა მონასტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კი ზურაბ მახარაძის ვიდეოებს აზიარებდა.

5 ივლისს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, “ქართული იდეის” თავმჯდომარეს, ლევან ჩაჩუას უმშვენებდა გვერდს მამა კირიონ ონიანიც. ეს ის სასულიერო პირია, დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილს დამნაშავე და სამშობლოს მოღალატე რომ უწოდა.

სასულიერო პირები ორგანიზატორების გვერდით იყვნენ მაშინაც, როცა “სირცხვილიას” ოფისის დარბევის და ლექსო ლაშქარავას ცემის შემდეგ, კონსტანტინე მორგოშია კმაყოფილებით აცხადებდა: “პოლიციამ ეს კურდღლები გაიყვანა უკანა გასასვლელით, შეგვიშვეს ჩვენ, დავათვალიერეთ და მათი ოფისი ცარიელია.” ამ დროს პარლამენტის წინ სცენასთან იდგა მამა ბენიამინ ებრალიძე, მამა გიორგი რაზმაძე და ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა არსენ სადუნიშვილი.

ალტ-ინფოს ლიდერებთან ერთად წინა ხაზზე იდგა მამა მოსე ჭელიძეც. ის პრორუსული გზავნილებით ადრეც გამოირჩეოდა. “ქართველი ერი რუს ერთან ერთად შევხვდებით ქრისტეს, “ – ამბობდა 2019 წელს.

“არავინ არ გჩაგრავთ თქვენსავე სახლებში. ქუჩაში  კი  არასოდეს მოგეცემათ უფლება ბიწიერების პროპაგანდისა. ქუდზე კაცი 5 ივლისს,” – მრევლს შეკრებისკენ ფეისბუქით მოუწოდებდა მამა გაბრიელ ჩადუნელიც. აქციაზე ის საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად იდგა.

ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძის და  ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძის და ემრე ქუჩუქის განცხადებებს.

გაზიარება151

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მოზარდს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...

დაწვრილებითDetails

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს. დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 'რობანა უდაოდ...

დაწვრილებითDetails

სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან
მთავარი

ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დრო დაღუპულ მცირეწლოვანს, სანი ცეცხლაძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან. „სანი ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ, ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე დეე, გენაცვალე ჩვენო პატარა, სიცოცხლე დაგისრულეს...

დაწვრილებითDetails

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფრინველთა სასაკლაოში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ.  ზ.-ს  კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა....

დაწვრილებითDetails

20 ათას კილოგრამზე მეტი ყურძნის ჩაბარებას ყალბი ცნობების გამოყენებით ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო...

დაწვრილებითDetails

როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები  კომუნიკაციისთვის წარმატებული...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"