საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ ეფექტიანობა დადგინდა.
ფხაკაძის თქმით, მიღებული შედეგი აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელია.
„საკმაოდ სასიხარულო ამბავია „სინოვაკის“ ვაქცინით აცრილებისთვის. პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები „სინოვაკის“ ვაქცინასთან დაკავშირებით.
კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დასჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი )
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერი“ უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დასჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები)