შეხვედრა საპატრიარქოში – ცოტა ხნის წინ იქ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მივიდა. საპატრიარქოში მივიდნენ ასევე იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას. საუბარია UNICEF-სა და World Vision-ზე. შეხვედრას ესწრება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.
გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...










