LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კენტუკის უნივერსიტეტთან ერთობლივ პროგრამას განახორციელებს

საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კენტუკის უნივერსიტეტთან ერთობლივ პროგრამას განახორციელებს

დაპოსტა 2022/05/21-ში
A A
124
ნახვა
გაზიარება

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები მეუფე იაკობის ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ.

მინისტრის თქმით, ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის ჩრდილოეთ კენტუკისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მინისტრის თქმით, ეს სამაგალითო კოლაბორაცია სწავლების ხარისხის განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და განაცხადეს, რომ მათთვის დიდი პატივია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ახალ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა უნივერსიტეტში მეუფე იაკობმა საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კიბერუსაფრთხოების საკითხები უაღრესად მნიშვნელოვანია.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე იზრდება კიბერუსაფრთხოების როლი და მნიშვნელობა, რაც შრომის ბაზარზე ამ სფეროს სპეციალისტების მოთხოვნას განაპირობებს.

სწორედ ამიტომ გადაწყდა, თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ როგორც ჩრდილოეთ კენტუკის, ასევე სანგუ-ს აკადემიური ხარისხი (ე.წ. ორმაგი ხარისხი – double degree).

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსუა ლეროი, ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი კევინ კირბი და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის უფროსი მაურინ დოილი.

ხოლო, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ, ახალი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებმა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა.შედეგად, სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია, იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვსხდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების „გვამების“ ჩამოცურებას – ნიკა გვარამია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც უკვე შავრაზმელ "ქოცებშიც", რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში...

დაწვრილებითDetails

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია
მთავარი

 მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია!  ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი - ,,მართვე”, პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი...

დაწვრილებითDetails

ავარია აჭარაში – დაღუპულია 40 წლის მამაკაცი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენბ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა – ნათია იოსელიანი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"