“სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არ შეესატყვისება ასევე პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები აშშ-სთან, ჩვენს ინტერესებშია გაღრმავდეს ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასვე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ” – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, აშშ-ის მხრიდან სავიზო სანქციების რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა იგივე ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდანაც
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










