
როგორც ესპანური გამომცემლობა Marca იტყობინება, “რეალის” საშინაო სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუზე” საფირმო მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია სათამაშო ფორმები. შეგახსენებთ , რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომლის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.










