ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელპარაკების დროს გარდაცვლილი მამაკაცი, 32 წლის ვალერი სიბოშვილია. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდები საქეიფოდ იყვნენ, რის შემდეგაც ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება მოუხდათ.
„ერთად ქეიფობდნენ, ახლაგაზრდების ჯგუფი იყო. როგორც ვიცი, დიდი არაფერი მიზეზი ყოფილა, ნასვამები იყვნენ. იჩხუბეს, ერთმანეთს სცემეს. გარდაცვლილმაც სცემა ვიღაც, ასე ამბობენ. ახლა გაჩნდა ვერსია, თითქოს, სანამ მანქანას გადაატარებდნენ, მუცლის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ასე სასტიკად მოკლეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „პრაიმტაიმთან“.
შემთხვევა სოფელ კარდენახში, წუხელ მოხდა. მამაკაცი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში ჩატარებული რთული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, უკვე დაკავებულია.










