ბორჯომში, სამშენებლო სამუშაოებისას, ახალგაზრდა კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
,,სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფს 35 წლის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა გუშინ, 3 სექტემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.










