მომავალ კვირას, სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ.მინისტრებმა ივნისში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა განიხილონ:
“აუცილებლად იქნება ჩემი ინფორმაციის საქართველოზე მსჯელობა, მომავალ კვირას, როცა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იყვნენ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გააკეთებენ ასე ვთქვათ, ზეპირ მოხსენებას, საკუთარი კოლეგების წინაშე და შემუშავდება უკვე, რა თქმა უნდა, ის პოზიცია, რაც იქნება ლიდერების დონეზე, ქვეყნების დონეზე გაჟღერებული, ანუ ევროკავშირის სახელით უკვე ივნისის 20-ის შემდე” -ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიას” საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი










