პოლიტიკოსი სამსონ გუგავა საქართველოში ჩამოასვენეს. მას შაბათს 15:00 საათზე დაკრძალავენ. პანაშვიდები სოფელ პატარა კუხში გაიმართება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამსონ გუგავა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გუშინ გარდაიცვალა.
სამსონ გუგავა წლების განმავლობაში საქმიანობდა ქუთაისის საკრებულოში. ის ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენდა.










