გოგი წულაიას დაკავებას მისი ახლობელი ლევან ჟღენტი ეხმაურება, მან მომხდარი პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა
,,ბატონმა გოგიმ ორი თვის უკან გაიკეთა გულის ოპერაცია და ამ ეტაპზე არც სვამდა და არც ეწეოდა. დაახლოებით ორი კვირის უკან პირველად დალია ოპერაციის მერე ორად ორი ჭიქა, ისიც ღვინო. რაც შეეხება მის დაკავებას მე მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური. ხოლო, რა შემიძლია ვთქვა იმ ქალბატონის ბრალდებებზე, უცხო მამაკაცს რომ მიყვება სამი ღამით სხვა ქალაქში დასარჩენად მემგონი კარტის და შახმატის სათამაშოდ არ მიდიან და რომ მიყვები სახლში, ერთ ოთახიანში ღამე დასარჩენად, თუ ასე უცხოა არის მაშინ რატომ წაყვა საერთოდ “ – განაცხადა ლევან ჟღენტმა.
ცნობისთვის გოგი წულაია დღეს ქალზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს .