LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნამოხვანში “ენკას” ხიდის მოსამზადებელი სამუშაოები რიონმა წაიღო (+ფოტო)

სამინისტროსთვის მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან “ნამახვანი ჰესის” საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა – ეკონომიკის სამინისტრო

დაპოსტა 2021/04/08-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს – სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

განცხადების მიხედვით, სამინისტროსთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და “ნამახვანი ჰესის” მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან.

სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე დროს, აღნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და “ნამახვანი ჰესის” მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

სხვადასხვა საკითხების პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს. სამინისტრო აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა, უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან “ნამახვანი ჰესის” საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს სრული და ამომწურავი პასუხი ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამის ნათელი მაგალითია საჯარო განმარტებები, რომლებიც სამინისტრომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ ღიად და საჯაროდ ვუპასუხოთ ყველა დასმულ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ როგორც აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის განვითარების პროცედურა, ასევე უშუალოდ კონტრაქტზე მუშაობა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად “ნამახვანი ჰესის” პროექტთან, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად,” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მთავარი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის   ვერძი დღეს ენერგიული და მიზანდასახული იქნებით. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარეს მოერიდეთ. საღამოს ახლობელ ადამიანთან სასიამოვნო საუბარი გელით.  ...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამი ე.წ. კანონიერი ქურდი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

აფხაზეთში სამი „კანონიერი ქურდი“ რაულ ბარცბა (მეტსახელად „პიზა“), სტანისლავ ციშბა (მეტსახელად „პაკა“) და გია მეფორია დააკავეს. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ვრცელდება დაკავებული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ფოტოებიც.

დაწვრილებითDetails

ცნობილი მოდელი პოლონეტში, ტბაში იპოვეს გარდაცვლილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

24 წლის მოდელისა და მომღერლის, ჯესიკა იარიკრეს ცხედარი, რომელიც 13 ივლისს გაუჩინარდა, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საკუთარი სახლის მახლობლად ტბაში იპოვეს.   იარიკრე ბოლოს საღამოს, კუნიცკის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ნახეს....

დაწვრილებითDetails

ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის
მთავარი

პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა ,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს" რახანია შენს დიდ ტკივილს ამბად ვისმენ ნატა, კიდე უფრო მეტად ვწუხვარ, მეც სვანი ვარ რადგან. დღემდე როგორ მოაღწიე, როგორ...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს – რა მოხდა თერჯოლაში

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს – რას წერს ბუნდესლიგა ბუდუ ზივზივაძეზე

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძეზე
მთავარი

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
მთავარი

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს -  ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს: "ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების...

დაწვრილებითDetails

პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. „ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"