სამედიცინო თემაზე “მედგიდის” დაბლოკვის შემდეგ ახალი, იგივე სახელწოდებით ჯგუფი შეიქმნა.
სამედიცინო ჯგუფის ,,მედგიდის” სოციალური ქსელიდან გაქრობას მისი დამფუძნებლის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ .
,,მარტო იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის წევრია ჯგუფის ერთერთი დამფუძნებელი, შტურმით არეპორტეს და ჯგუფი გააქრეს.ამას ქვია ჩვეულებრივი ფაშიზმი.გთხოვთ ყველა ჩემს მეგობარს და ფოლოვერს, შემოუერთდით ჯგუფს! ისევ გავხდეთ ასი ათასი!”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“მედგიდის” დამფუძნებელმა და ” სოფო ჯაფარიძემ კი “მედგიდის” დაბლოკვისშემდეგ ახალი ჯგუფი შექმნა.
ჯგუფში ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას კოვიდის და არა მხოლოდ ამ ვირუსის შესახებ უზიარებენ და ჯგუფში გაერთიანებული ექიმებისგან რჩევებს იღებენ.
ცნობისთვის, ჯგუფი კვლავ მოქმედია და ადამიანებს კვლავ აქვთ კითხვა-პასუხის შესაძლებლობა.











