ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. “აქ ქვეყნის ინტერესია, კანონი იყოს დაცული” – თქვა მან. მეუფე იოანეს განცხადებით არ იცის, რა მოტივი აქვთ იმ პირებს, ვინც ამ პეტიციას ხელს აწერენ.
“თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის.
კითხვები ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ, არა? როცა 100 000-იანი მიტინგები დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ, ხომ? ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, ყრილობები ხდებოდა, მაშინ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები, არა?
როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, თქვენ მე მაკვირვებთ, ყველაფერს იღებთ, ტელევიზორს უყურებთ და ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ არაფერი არ იცით…”, – განაცხადა მეუფე იოანემ. მეუფე სტეფანეს თქმით, კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არასამართლიანი.
„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მხოლოდ წყალობა არ არის ის, რაც არის სიკეთე. რაც შეეხება სააკაშვილს, პოლიტიკურ აფერისტებსა და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ. [პეტიციაზე ხელმოწერას] არ ვაპირებ და არ მოვაწერ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.









