თბილისის მერი, კახა კალაძე, “ოცნება”-ში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცველებს მადლობას უხდის.
“მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს რბილი ძალის გამოყენებით. ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ ყველას გვაქვს 1 სამშობლო – არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, ცდილობენ ცესკოს შენობაში შეჭრას. არც ისაა სასიამოვნო, რომ პოლიცია იძლებული ხდება თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს”, – ამბობს კალაძე
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება კანონიერი იყო.










