“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას 20 პირი დააკავეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ყველა მათგანის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
ტერიტორიასთან ახლოს, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, მთელი დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეები ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.
შენობა, სადაც ფილმის ჩვენება გაიმართა, სტუმრებმა პოლიციის კორდონისსაშუალებით დატოვეს.
“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
უწყებას უსაფრთხოების საგანგებო ზომები აქვს მიღებული.
ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პროტესტის
მისი თქმით, ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი.









