საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი სამიზნე ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც ის თბილსიში მიუნჰენის კონფერენციიდან დაბრუნდა. პრეზიდენტს, გიორგი გახარიას მსგავსად, კვერცხები დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.