LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

დაპოსტა 2024/02/06-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ  მმართველს, ბიძინა ივანიშვილს – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან, წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს.

პრეზიდენტმა ივანიშვილსა და მომავალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს შეკითხვებით მიმართა:

“ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა  ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ  მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ  თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.

მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს –  თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ  საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

წარმოადგენთ თუ არა გეგმას:
სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას;
სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას;
სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას;
სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას…

ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს,

საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?

რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის;

საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ. ” აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?
მთავარი

დედასთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ დაქალთან - ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს? სელფი მობაილი ქუთაისში ქსელის გაუმჯობესებას ახალ შეთავაზებებთან ერთად აღნიშნავს. ქუთაისში, სელფის მაღაზიაში ნომრის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 25 მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „კვირის პალიტრასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება ერთ დღეში 31 დოლარით დაეცა და 4 509 დოლარით განისაზღვრა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება...

დაწვრილებითDetails

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დედის ლოცვა შვილებისთვის! ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლევან ახობაძე დააკავეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე გუშინ დააკავა. ლევან...

დაწვრილებითDetails

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს- პროკურატურა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა...

დაწვრილებითDetails

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას. სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. წარმომადგენლობაში ასევე განმარტეს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა არ მიუღია. პაველ ჰერჩინსკის საქართველოში...

დაწვრილებითDetails

ცოფზე დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ჯამში 90 ძაღლიდან 14 მოკვდა- რა ხდება გურჯაანში
მთავარი

ცოფზე დაკვირვების მიზნით 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. სპეციალისტების მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"