„ეს კითხვა, რასაც მისვამთ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ისეთი მოძალადეები და ადამიანები, ვინც ამას იკადრებდა, ამის მკადრებლები ხართ. თქვენ ხართ მკადრებლები ყველანაირი ბოროტების, ყველანაირი სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. მე პირადად თქვენ კი არ მოგმართავთ, საუბარი მაქვს იმ რადიკალებზე, ვინც დღეს ქვეყანაში წარმოდგენილია ოპოზიციის სახით, მათი მხარდამჭერები. ერთნი არიან ესენი, უბინძურესი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველანაირი სიბინძურე იკადრონ. ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო და უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერცერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, თუნდაც არჩევნების დროს, არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს
მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს "1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონის მე-5 მუნლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური...










