მედიაში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია ალენ დელონის შესაძლო გარდაცვალებაზე, ყალბია.
ფრანგული კინოს 86 წლის ვარსკვლავის ვაჟი, ენტონი დელონი ,,კანის კინოფესტივალის ” წითელ ხალიჩაზე, დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ალენ დელონი ამაყად მოაბიჯებს ფოტოგრაფებთან:
„დღეს, კანის რიგით 75-ე ფესტივალზე, სამურაი!“ – წერს ენტონი დელონი.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალენ დელონი დღეს სიცოცხლეს ევთანაზიით დაასრულებდა.










