LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილი

დაპოსტა 2020/05/21-ში
A A
107
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი რა სახითაც არის შემოთავაზებული, აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და მოლოდინი აქვს, რომ აუცილებლად გაუქმდება.

როგორც ჩუგოშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის და სერიოზული საფრთხის მატარებელი.

“რა თქმა უნდა, საზოგადოების ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ამ ვირუსისგან დაცვა არის სერიოზული ინტერესი. დღეს, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, რომ მთელი რიგი შეზღუდვები და ვალდებულებები დააწესოს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან საფრთხის მატარებლები, დააწესოს გარკვეული წესები და ა.შ.. ინიციატივა, რომელიც დღეს არის შემოტანილი, ფაქტია, რომ არის ძალიან სერიოზულ კონფლიქტში კონსტიტუციასთან, მკაფიოდ არაკონსტიტუციურია. პირდაპირი ჩანაწერებია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, რა სახითაც არის შემოტანილი სერიოზული საფრთხის მატარებელია. ანუ, ეს ინიციატივა ამბობს იმას, რომ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება გამოაცხადოს, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა ისე, რომ ამაში უბრალოდ გამოიროცხოს პარლამენტის როლი. ანუ, არ ერქვას საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შეზღუდვები იყოს იგივე ხარისხის, რა ხარისხის შეზღუდვებიც არის შესაძლებელი საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს არის ფუნდამენტური აღრევა კონსტიტუციური მანდატის, ხელისუფლების დანაწილების და ა.შ.. ბოლოს და ბოლოს, არის კონკრეტული საფრთხეების შემცველი. თან, მითუმეტეს, როცა არჩევნებს ვუახლოვდებით და როცა უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებს უჩნდებათ ეჭვები, რომ მათი შეხვედრების, ღონისძიებების, მათი კამპანიის შესაზღუდად იქნება გამოყენებული. მე, არ ვიცი, როგორ იქნება გამოყენებული, შესაძლოა, ეს ძალიან კეთილსინდისიერადაც გამოიყენოს ხელისუფლებამ, მაგრამ თვითონ ის ნორმა და კანონი, რა სახითაც არის შემოთავაზებული, ის აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და ჩემი მოლოდინია, რომ აუცილებლად გაუქმდება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია, ნაძალადევში, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მთავარი

ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი. „საოცარი ადამიანი იყო, უკვე დაკრძალეს...“ - ამბობს მეზობელი. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რუსთავის ავტობანზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 26 წლის კაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…” – ავარია თბილისში

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…” – ავარია თბილისში
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა თბილისში, ტროტუარზე მიმავალ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი. ქალის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ეროვნული ცენტრიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს – ნინო ბექიშვილი
მთავარი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. კერძოდ, რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

2 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +35 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს მოაგვარებს. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ოჯახთან ან...

დაწვრილებითDetails

გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავარი

გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლეს, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებ დღესვე დატოვებს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
სასამართლომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა
მთავარი

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწუვეტილება გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლა, მინდია შერვაშიძე კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

„საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ“-შსს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"