LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია – მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2026/09/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მამუკა მდინარაძემ [ჩემს] ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.

ექსპრემიერი წერილში საუბრობს დამატებით ინფორმაციაზე, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს. ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიის რესპონდენტის თვითმკვლელობაზე და ამბობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ექსპრემიერი ყოფილ თანაგუნდელებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს.

„ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.

ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს.

12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.

ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.

მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…

ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“ , – წერს ღარიბაშვილი.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი ღარიბაშვილი – რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? – რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც მის პირად „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა. ირაკლი ღარიბაშვილის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელმა ნეპალში 900 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
მასწავლებელმა ნეპალში 900 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
მთავარი

ნეპალში მომხდარი უმძიმესი სტიქიის ფონზე ერთი მასწავლებლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. საშუალო სკოლაში მომუშავე რაჯენდრა დავადიმ 900 მოსწავლე სკოლიდან რამდენიმე წუთით ადრე გაიყვანა, სანამ ძლიერი წყალდიდობა შენობას მთლიანად გაანადგურებდა....

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას, დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, დღეს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბელიაშვილის ქუჩა N29, სარიტუალო სახლში „ნომორა“. დაიკრძალაბა მუხათგვერდის სასაფლაოზე, 16:00 საათზე. „მსურველთა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება...

დაწვრილებითDetails

ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
“ყვარლის ბაგა”, რომელიც ძროხებს ქათმის სკინტლს აჭმევდა, თურმე ამ პროდუქციით ქართულ ჯარს კვებავდა” – სალომე სიმონია
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე დოკუმენტის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

დაფინანსება სტუდენტებს – ვინ და რა შემთხვევაში ისარგებლებს პროგრამით

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს (ვეტერანთა შვილები, მარჩენალდაკარგულები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების სწავლის საფასურის დაფინანსების...

დაწვრილებითDetails

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  აქტიური დღეა. საქმეში ინიციატივა შედეგს მოგიტანთ, თუმცა კამათს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი...

დაწვრილებითDetails

2 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"