LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი წესით ჩააბარებენ

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო

დაპოსტა 2020/03/09-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

მათივე ცნობით, მსურველები რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ცენტრის ინფორმაციით, განსხვავებით 2017-2019 წლებისგან 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

რეგისტრაციის გავლამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას – გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის მსურველმა უნდა გადაიხადოს გამოცდაშე მონაწილეობს საფასური – 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

„საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით –ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 26 მარტის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (26 მარტის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ასევე, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდის ჩაბარების მსურველებს აფრთხილებს რომ გაითვალისწინონ შემდეგი:

„არ გაანდოთ სხვას პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე; კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 16 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე“, – აღნიშნავენ ცენტრში.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 11, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოერიდეთ საკამათო თემებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა. კურო მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ტყუპები გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები,...

დაწვრილებითDetails

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
მთავარი

თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა - ინფორმაციას “ინფო იმერეთი" ავრცელებს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები
მთავარი

სამტრედიაში,გუშინ  რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
მთავარი

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
პოლონეთში ავარიას 27 წლის ქართველი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ქართველს თავს უცნობი ქალი დაესხა თავს. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 
მთავარი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის სალომე ბერაძეს ახლობლები ემშვიდობებიან : "სალოო, შენ წახვედი, მაგრამ ჩვენში ტკივილი დარჩა, როგორც ჩუმი ღამის გოდება, რომელიც სულში უშენობის მელოდიას მღერის.... მუდამ ჩვენს გულებში გადარეულოო..."...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"