სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადა (EuPho) გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადის ფარგლებში 33 ქვეყნის 182 მონაწილედან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ანდრია მანჯავიძემ მიიღო. ბრინჯაოს მედლების მფლობელები გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა).
ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ვრცლად ბმულზე: https://eupho.ee/eupho-2022/
ოლიმპიადის შედეგები: https://bit.ly/3PKpS0N










