არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს პარლამენტთან დღეს აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გამოთქვამს მზადყოფნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იურიდიული დახმარება/წარმომადგენლობა გაუწიოს ნებისმიერ პირს, ვინც დაკავებულ იქნა 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს.
სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 599 911 558, 599 03 08 34”,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სპეცრაზმმა პარლამენტთან აქცია დაშალა. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.