სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი.
ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.










