საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება
თამაშების ტრანსლირება ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბესთან და ბუდის უბანში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გაიმართება.
26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.










