ამასთან, შვიდ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1,177 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 217%-ს შეადგენს, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველიდან ავტომობილების რეექსპორტმა 371,733 მლნ დოლარი შეადგინა.
გთავაზოთ 10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილის (რე)ექსპორტი განხორციელდა:
- ყირგიზეთი – 299,907 მლნ დოლარი (7 410 ერთეული)
- ყაზახეთი – 281,051 მლნ დოლარი (17 263 ერთეული)
- აზერბაიჯანი – 259,065 მლნ დოლარი (15 581 ერთეული)
- სომხეთი – 207,672 მლნ დოლარი (11 778 ერთეული)
- რუსეთი – 65,860 მლნ დოლარი (4 840 ერთეული)
- ტაჯიკეთი – 17,477 მლნ დოლარი (1 620 ერთეული)
- ბელგია – 12,826 მლნ დოლარი (264 ერთეული)
- უკრაინა – 9,150 მლნ დოლარი (680 ერთეული)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 7,355 მლნ დოლარი (119 ერთეული)
- თურქეთი – 5,008 მლნ დოლარი (260 ერთეული)
რაც შეეხება მთლიანად რეექსპორტს, საქართველოდან 2023 წლის შვიდ თვეში 1,855 მლრდ დოლარის პროდუქცია „გადაიყიდა“, ეს კი 111,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის 872,573 მლნ დოლართან შედარებით.
წყარო: bpn.ge










