LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის შვიდი კერაა

სად არის ტყის ქვედა საფარის ხანძრის აქტიური კერები საქართველოში

დაპოსტა 2019/12/24-ში
A A
110
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 6 აქტიური კერაა.

მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს. 4 ლოკაციაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

„მარნეული – სოფელი ახკერპი. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

თიანეთი – სოფელი ჩაბანო. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

დუშეთი – სოფელ ახალი ტონჩა. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვანი – სოფელი ძულუხი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.

ქვემო-ქართლი – უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 140-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მარტვილი – სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცაგერი – სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ლანჩხუთი – სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

წალენჯიხა – სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.

მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ტყის ხანძარიხანძარი
გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
მთავარი

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. 💬 "რატომღაც...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

თე­ლავ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძღო­ლი და­შავ­და, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან...

დაწვრილებითDetails

არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის...

დაწვრილებითDetails

მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი  შეუჩერა
მთავარი

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია...

დაწვრილებითDetails

“რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა” – სამეგრელოში ახალაგაზრდა ქალს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“რუხის ხიდზე ჩემი გოგოს უსულო სხეული უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა” – სამეგრელოში ახალაგაზრდა ქალს გლოვობენ
მთავარი

სამეგრელოში ტრაგიკულად დაღუპულ 35 წლის მალვინა გულუას ემშვიდობებიან. "ბოლო პერიოდში ერთი ფრაზა ამეკვიატა: „ყველაფერი მეორდება, სიცოცხლის გარდა.“ რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვებიც დავწერე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე მწარედ თუ გამიმართლდებოდა....

დაწვრილებითDetails

სასწაულად გადავრჩი – სატვირთო ამწე ავტობუსს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
სასწაულად გადავრჩი –  სატვირთო ამწე ავტობუსს დაეჯახა
მთავარი

თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტს სატვირთო ამწე დაეჯახა და დააზიანა - ჩამსხვრეულია 321 ნომერი ავტობუსის მინები, შენგრეულია გარე ფასადი. მუნიციპალური ავტობუსიდან სასწრაფოდ განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ვიდეოს და ფოტოებს ადგილიდან თავად მგზავრები აქვეყნებენ.

დაწვრილებითDetails

21 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის
მთავარი

პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა ,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს" რახანია შენს დიდ ტკივილს ამბად ვისმენ ნატა, კიდე უფრო მეტად ვწუხვარ, მეც სვანი ვარ რადგან. დღემდე როგორ მოაღწიე, როგორ...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"