“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მათ განაცხადეს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების კარი ღია იყო. ახლა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები: როგორც ჩანს, წინააღმდეგი იყვნენ გერმანია, საფრანგეთი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა. მაგრამ შემდეგ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრეზიდენტმა ბუშმა, რომელიც მკაცრი ბიჭია, მკაცრი პოლიტიკოსია, როგორც მოგვიანებით მითხრეს, მათზე ზეწოლა მოახდინა და ისინიც დათანხმდნენ. ეს ხომ სასაცილოა? სად არის გარანტიები? ეს რა, საბავშვო ბაღია? და მერე უცბად ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში არ იქნება. ამიტომ, მე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. თუ 2008 წელს დაგიყოლიეს, რატომ არ შეიძლება, რომ მომავალშიც დაგიყოლიონ?
[…] უკრაინის მხარეს ბევრი მოხალისე იბრძვის, ყველაზე მეტნი პოლონელები არიან, შემდეგ მოდიან ამერიკელები და შემდეგ ქართველები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ რეგულარული ჯარები გააგზავნოს უკრაინის დასახმარებლად, ეს ძალიან სერიოზულ გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს” | პუტინი










