საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს. შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც მწყემსი იყო, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ისინი ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალების რეალურ მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ.









