კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში დღეს, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღეა. “მეგა ტვ” გთავაზოვთ ფოტოებს ქუთაისის ცენტრალური ქუჩებიდან.
ქუთაისში ფეხით მოსიარულეების რაოდენობა ნამდვილად შემცირებულია, თუმცა ავტომობილებით მოსიარულეთა ნაკადი არ კლებულობს. ხალხმრავლობაა ავტობუსების გაჩერებებზეც. ასევე ქალაქში მუშაობას აგრძელებს ცენტრალური “მწვანე ბაზარი.”
ფოტო: თათია ახვლედიანი