LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/06/18-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეხმაურება 2024 წლის მარტში ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით. უწყება ამბობს, რომ რეკომენდაცია ითვალისწინებდა დათქმას რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება.

უწყება ამბობს, რომ გამოითხოვეს მაჩალიკაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა. შესწავლის დასრულების შემდეგ სამსახურმა მიიღო დადგენილება, რომელშიც ხსნის თუ რატომ ვერ ხედავს უწყება გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას.

განცხადებაში წერია, რომ “ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი”.

იხილეთ:

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო იმავე დღეს, როცა ჩატარდა სპეცოპერაცია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და გაატარა მრავალი ღონისძიება, რათა შეეგროვებინა და დაეცვა მტკიცებულებები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, გამოკითხა მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა პირი, პოტენციური მოწმე და ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვის საკითხის შეფასებისას, სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სერიოზულად დაშავებული პირისთვის პირველადი დახმარების გაწევის აუცილებლობა უპირატესია შემთხვევის ადგილის დაცვის მოთხოვნებთან შედარებით.

ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დადებითად შეაფასა მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ გამოძიების მასალას, ხოლო მათი მოთხოვნები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები.

თუმცა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ასევე დაადგინა ცალკეული პროცესუალური ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურმა საქმის შესწავლის შედეგად გამოტანილ დადგენილებაში თითოეული საკითხი ამომწურავად განმარტა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინციდენტის შემდეგ პირველი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც არ შეიძლება ჩათვლილიყო დამოუკიდებელ პირად. სამსახურმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა და განმარტა, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების თანამშრომლებსაც რომ ჩაეტარებინათ, მაინც იარსებებდა რისკი, რომ მტკიცებულება განადგურებულიყო, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისვლას დაჭირდებოდა გონივრული დრო და ამ დროში მტკიცებულებასთან წვდომა კვლავ ექნებოდა ოპერაციის ჩამტარებელ უწყებას. ამავდროულად ასეთ რისკებს აზღვევს საქმეზე ჩატარებული უამრავი სხვა საგამოძიებო მოქმედება.

რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის ნაწილში გამოძიების განახლების საკითხს, სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოძიების განახლება ამ კომპონენტში არაგონივრულია, ვინაიდან – ჩხრეკის ჩატარება არის შემდგარი ფაქტი და გამოძიების განახლების შემთხვევაშიც, შეუძლებელია იმავე ვითარებაში ჩატარდეს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ხელახალი გამოძიებისთვის შედეგის მომტანი იქნება.

ევროპულმა სასამართლომ ხარვეზად მიიჩნია, რომ პროკურატურა შეზღუდული იყო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის შეფასებისას, რასთან დაკავშირებითაც სამსახური დადგენილებაში განმარტავს, რომ ვინაიდან სპეციალური ოპერაციის ჩატარებამდე, ჩატარებისას და ოპერაციის შემდგომ არ მომხდარა არსებული მონაცემების დოკუმენტირება და ანგარიშის შედგენა, ხელახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, ვერ იქნება მოპოვებული და ამოღებული ასეთი დოკუმენტები, რადგან ისინი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტიც, მათი შედგენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამართლებრივად არ ევალებოდა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ევროპული სასამართლო საუბრობს, მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილე და ღონისძიებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გამოიკითხნენ დაგვიანებით. სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ სპეცრაზმელთა დაგვიანებით გამოკითხვა იყო ვინმეს დანაშაულებრივი მიზანი ან/და ნება. გამოძიებით დადგენილია, რომ მათი გამოკითხვა დაკავშირებული იყო საიდუმლო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებასთან, რის შემდეგაც სამართალდამცავებს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სპეცრაზმელებმა, თუნდაც დაგვიანებით გამოკითხვის პირობებში, გამოძიებას მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციების შეთანხმების რისკი ჰიპოთეტურად მაინც იარსებებდა იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთ უწყებაში მუშაობენ და ნაცნობობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. შესაბამისად, გამოძიების ის მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იყო სპეცრაზმელთა გამოკითხვასთან და მომხდარის ირგვლივ მათგან დეტალური ინფორმაციის მიღებასთან, შესრულებულია. ამდენად, გამოძიების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოკლებული გონივრულ საფუძვლებს და მიზანშეუწონელია.

ასევე, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს არ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის საიდუმლო მასალაზე წვდომა, რამაც შეზღუდა მათი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში. სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული გარემოება და შეაფასა, რამდენად არის ეს გარემოება გამოძიების განახლების საფუძველი. კერძოდ, საქმის საიდუმლო მასალების მომჩივნებისთვის დაგვიანებით გაცნობას არ გამოუწვევია იმ სახის არსებითი ზიანი, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა გამოძიების შედეგებზე. მხედველობაში იქნა მიღებული საიდუმლო რეჟიმის დოკუმენტებთან განსაკუთრებული და შეფასებითი მიდგომის წესი. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ იმ საგამოძიებო მიმართულებებით, რომლებშიც მომჩივანი მხარის ჩართულობა შეზღუდა საიდუმლო მასალების დაგვიანებით გაცნობამ, საგამოძიებო ორგანოს ჩატარებული ჰქონდა უამრავი სხვა მოქმედება და მიიღო გონივრული ზომები საქმეზე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დასადგენად. საბოლოოდ, საქმის საიდუმლო მასალებს და მასში არსებულ ინფორმაციას მომჩივანი მხარე გაეცნო. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მინიშნება, რომელიც აფიქრებინებდა გამოძიებას, რომ მათი დაგვიანებით გაცნობა არის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი.

შესაბამისად სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი”.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს
მთავარი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"