საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 69 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 2021 წლის მაისში 551,000 ბენეფიციარს გადააჭარბა, რაც საქართველოს მოსახლეობის 14.8%-ს შეადგენს. ჯამში საარსებო შემწეობას სულ 154 ათასი ოჯახი იღებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მაისის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.6 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 55 ლარს შეადგენს.








