ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჯიშკარიანი პაციენტის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.
“სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს. აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.










