უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა. 1 097-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა:
- დონეცკის რეგიონში – 485
- ხარკოვის ოლქში – 298
- კიევის ოლქში – 129
- ჩერნიგოვის ოლქში – 71
- ლუგანსკის ოლქში – 67
- ნიკოლაევის ოლქში – 97
- ხერსონის ოლქში – 118
- ზაპოროჟიეს ოლქში – 97
- დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97.










