„რუსმა დამპყრობლებმა სკოლას აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა ესროლეს, სკოლა მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა: შენობაში მხოლოდ მორიგეები იყვნენ, მათ გაქცევა მოახერხეს“, – აცხადებს კირილენკო.
ამავე ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სკოლაში 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა. სკოლაში არც ერთი სამხედრო პერსონალი და ტექნიკა არ ყოფილა. რუსები, როგორც ყოველთვის, მიზანმიმართულად ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.