LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსი ტურისტების  დაჭრა აფხაზეთში

რუსი ტურისტების დაჭრა აფხაზეთში

დაპოსტა 2021/06/16-ში
A A
80
ნახვა
გაზიარება

4 ივნიის ბიჭვინთაში პანიონატ „სამშიტოვაია როშჩას” ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო კაფე „აფსნიში” ადგილობრივი მკვიდრი რუსი ტურისტების ჯგუფს თავს დაესხა და ორი დამსვენებელი დაჭრა. დაჭრილები სამკურნალოდ სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს. თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ინციდენტმა აფხაზეთში საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამან შესაძლოა ტურისტული სეზონი ჩაშალოს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი მეორე დღესვე საგანგებო თათბირი გამართა და მომხდარს „აფხაზეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული” უწოდა.

დაკავებულია გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრი, 43 წლის დიმიტრი ფილია. დადგენილია, რომ მან კონფლიქტის შედეგად მან ცეცხლსასროლი იარაღით საზარდულსა და ფეხებში დაჭრა რუსეთის მოქალაქე მამაკაცები – 1985 წელს დაბადებული ა. ფილოიანი და ასევე 1985 წელს დაბადებული ტ. სალიმგარიევი, რომლებიც კაფეში იმავე პანსიონში გაცნობილ სამ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ფილიამ მათ ორი მჭიდი დააცალა, საერთო ჯამში 12 ტყვია – 9 ერთ და 3 მეორეს. თვითმხილველთა გადმოცემით, იგი რუს სტუმრებს მიზანმიმართულად ფეხებსა და საზარდულში ესროდა. გარდა ამისა, სროლისას ასხლეტილი ტყვიით თავად ფილიაც დაიჭრა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფილიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მანამდეც იყო აღძრული და იგი დღე-დღეზე ელოდებოდა სასამართლოს. კერძოდ, ეს 43 წლის მამაკაცი მაისის შუა რიცხვებში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გამოუშვეს გაუსვლელობის ხელწერილით. 4 ივნისს დე ფაქტო პროკურატურამ მის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მასალები დე ფაქტო სასამართლოს გადაუგზავნა.

როგორც „სპუტნიკს” დაზარალებულების მეგობარმა ვიტალი ვასენკომ განუცხადა, დაჭრილთაგან ერთ-ერთის მგდომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ექიმების ინფორმაციით არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შესაძლოა მიღებული ტრამვების გამო დაინვალიდდნენ.

ვასენკოს თქმით, ფილოიანი და სალიმგარიევი აფხაზეთში პირველად არიან. პანსიონატს 13 ივნისს ეწვივნენ და სამი დღით იქირავეს ნომერი. კონფლიქტი კი იმის გამო მოხდა, რომ კაფეში ფილია მათთან მივიდა და უთხრა, რომ მაგიდასთან მყოფი ქალბატონების გაცნობა სურდა.

„მათ არსად არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ისინი აფხაზეთში პირველად იყვნენ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იყვნენ, ისინი უბრალოდ საღამოს კაფეში გავიდნენ დასასვენებლად და მათ პროვოცირება არ დაუწყიათ. ის (მსროლელი) მათ თავად მიუახლოვდა, პროვოკაცია დაიწყო, ამოიღო პისტოლეტი და სასტიკი სროლა დაიწყო,” – თქვა ვასენკომ.

აღსანიშნავია, რომ პანსიონატის დირექტორი იგორ აკალოვიჩი განსხვავებულ ვერსიას ყვება და მომხდარში პრაქტიკულად დაზარალებულებს ადანაშაულებს. მისი ცნობით, რუსეთიდან ჩასული სტუმრები გამომწვევად იქცეოდნენ და ხმაურის გამო მათ კაფეს სხვა სტუმრებმაც მისცეს შენიშვნა. მეტიც, აკალოვიჩის თქმით, ისინი პანსიონატში რეგისტრაციის დროსაც საეჭვოდ იქცეოდნენ.

„ჩვენი პანსიონატის სამედიცინო ბლოკში მათ ყურადღება მიიქციეს. მთავარმა ექიმმა თქვა, რომ მათ რაღაც ისე არ ჰქონდათ. შესაძლოა ეს რაიმე სახის ნერვული აშლილობა იყო, ან ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, დანამდვილებით ვერ გეტყვით,” – თქვა იგორ აკალოვიჩმა.

მომხდარზე დე ფაქტო ხელისუფლებაში საგანგებო თათბირი გაიმართა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს. მანვე ე.წ. ძალოვან მინისტრებს მოსთხოვა ტურისტების უსაფრთხოებაზე კონტროლის გაძლიერება და ყველა ტურისტული ობიექტის მკაცრად შემოწმება იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტური დაცვის სამსახური ჰყავთ მათ და აქვთ თუ არა სათვალთვალო კამერები.

„შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია, უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, გენერალური პროკურორი ადგურ აგრბა, შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი დბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე რობერტ კიუტი,” – წერს აფხაზური მედია.

როგორც დიმიტრი დბარმა რადიო „სპუტნიკს აფხაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, ფილიას მინიმუმ ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. იგი ამჯამად სოხუმის საავადმყოფოში მკურნალობს და გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"